Tuesday, September 2, 2014


                                 სოფელი მუქედი
     

       სოფელი  მუქედი   ვანის  მუნიციპალიტეტში  მდებარეობს, ზღვის  დონიდან  50-150 მეტრზე, ვანის  ცენტრიდან  სოფლის  ცენტრამდე  9 კმ,  ხოლო  სოფლის   ბოლო წერტილამდე  12 კმ.  სოფელი  განფენილია  მდინარე  ყუმურის   მარჯვენა  მხარეს მუქედის  ქედის  ჩრდილოეთით ,რომელსაც  აღმოსავლეთიდან  ესაზღვრება  სოფელი გაღმა  ვანი(დიასამიძეები),  დასავლეთიდან  - სოფელი  ტობანიერი, ჩრდილოეთიდან - სოფელი   შუამთა. სოფლის საერთო ფართობი 230 ჰექტარს   შეადგენს, სადაც ცხოვრობს
325 კომლი, სულ  1000 ადამიანი.
Add caption
      გადმოცემის თანახმად,  სოფლის სახელი წარმოშობილია ,, მუხების ქედიდან ", რადგან  წინათ    ამ  ტერიტორიაზე  გაუვალი  მუხნარი  არსებულა.
      სოფელ  შუამთიდან   1,5 კმ. გავლის  შემდეგ  ე.წ.  ,,გოგიტელას" გორიდან  იწყება
სოფელი  მუქედი და   გრძელდება  6 კმ-ზე   ,,საწურბლიამდე".  ( გოგიტელას  გორზე  მდინარე ყუმურის პირას  ცხოვრობდა თურმე ვინმე  გოგიტა და  ადგილსაც გოგიტელას გორი  უწოდა ხალხმა.  საწურბლიაზე  კი ხალხი ,, წურბლებს" იჭერდაო).
      სოფელი მუქედი  ორ ნაწილად  იყოფა:  ზედა და ქვედა.  დღეისათვის სოფელში ცხოვრობენ კორძაძეები. მინაშვილები,  გუმბერიძეები,  ნანობაშვილები,  ხუციშვილები,
ოჩხიკიძეები, რამიშვილები,  ივანიაძეები  და სხვა გვარაბი... საერთო გვარის ოჯახები გვერდი- გვერდ ცხოვრობენ  და  შესაბამისად სოფელში  ძირითადად  არის მინაშვილების,  კორძაძეების,  ნანობაშვილების,  რამიშვილების,  ივანიაძეების, მსხილაძეების,   გუმბერიძეების  უბნები. ზედა მუქედში  მცხოვრები კორძაძეების საგინებელია კატაჭედიები,  კიტამუნები  და  ღელე-ღელე  მჭერიები. ქვედა მუქედში  კი მინაშვილების  საგინებელია  მეტუტიები,  ნაცარქექიები.  სოფლის  ტოპონიმია  გაბურდულები, ლუბრენი,  ტუბუცა.
       საქართველოში  მიმდინარე პროცესები ადეკვატურად აისახებოდა სოფლის  ცხოვრებაზე,  1917 წლის  რევოლუციამდე და  რევოლუციის  შემდეგ.
       სოფელ  მუქედში   ფუნქციონირებს  ივანე  კორძაძის  მიერ  დაარსებული  მუქედის საჯარო  სკოლა( ზედა  მუქედში)  და   საბავშვო  ბაღი ( ქვედა  მუქედში).
      საუკუნის  წინ   მუქედელ   ბავშვებს  სწავლა- განათლების  საშუალება არ ჰქონდათ.
ღვთის   წყალობით  გამოჩნდა  ისეთი  ადამიანი,  რომელმაც   საფუძველი ჩაუყარა სკოლის დაარსებას  და მოსახლეობის   სწავლა-განათლების  საქმეს. ეს იყო  ივანე  სოლომონის ძე  კორძაძე.
      მეტად   საინტერესო   ისტორია   უძღვის  წინ   სკოლის  დაარსებას.   არსებულ   ეკლესიას  სამრევლო   სკოლის  დაარსების  უფლება  არ ჰქონია, მაგრამ  ივანეს  დიდი
შრომისა  და   ჯაფის  მეოხებით  მიზნისათვის  მაინც  მიუღწევია.
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         ქუთაისის  გუბერნიის


განათლების  ინსპექტორი,  ვინმე  კაზნაჩოვი მას
 ,, გრანდ  ოტელში" დაუთვრია  და  წინასწარ  მომზადებულ  საბუთებზე  ხელი   მოუწერინებია.  სკოლის  შენობის   შესაძენად  კი   საკუთარი  ყანა  დაუგირავებია.
      2007   წლიდან   მუქედის  არასრული   სკოლა   გადაკეთდა   საშუალო  სკოლად. ის, რომ  დღეს  სოფელ  მუქედში  ფუნქციონირებს  თორმეტწლიანი  სკოლა,  ბატონ  ივანე პეტრეს ძე  კორძაძის  უდიდესი  დამსახურებაა.
      დღეისათვის  მუქედის   საჯარო   სკოლაში  მომავალი   თაობის   სწავლა-აღზრდას  ემსახურება  17 პედაგოგი   სკოლის  დირექტორ ბატონ აკაკი  კორძაძის  ხელმძღვანელობით.
 

 2008  წლის  აგვისტოს ომი  მძიმედ  აისახა  სოფლის  ცხოვრებაზე,  რადგან  ამ ომს  შეეწირა  ჩვენი  სოფლის  მკვიდრი  მიხეილ(მიშიკო )  დვალიშვილი. ეს  რთული ვითარება  კიდევ  უფრო  დაამძიმა  2011 წელს  აისაფის  მისიაში  მონაწილე  ჯარისკაცის
ლავროსი( ლაშა)  ივანიაძის  ტრაგიკულმა  ამბავმა.
     მიხეილ დვალიშვილი  და  ლავროსი  ივანიაძე   ჩვენი  დროის   გმირები  არიან. ისეთივე,  როგორებიც   საუკუნეების  განმავლობაში  იბადებოდნენ  და   იზრდებოდნენ  ჩვენს  სამშობლოში.
Add caption
      სოფელ  მუქედში  მდებარეობს  მე-17  საუკუნის  მთავარანგელოზის  მიქაელისა  და გაბრიელის  სახელობის  ეკლესია. 2010 წელს ტაძარს  რესტავრაცია  ჩაუტარა  კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის  სააგენტომ. ამავე  წელის  21  ნოემბერს ტაძარში   აღსდგა  ღვთისმსახურება, ტაძრის  მოძღვრად  ვანისა  და  ბაღდათის   მიტროპოლიტმა  მეუფე   ანტონმა აკურთხა  მამა  ალექსი.
     სოფლის  ტრადიციული  დღესასწაულებია ,,მარიამობა"   და  ,, დადექობა".
 28  აგვისტო  წმინდა  მარიამ   ღვთისმშობლის   მიძინების დღეა.   ქვედა მუქედში
ამ   დღეს   ყველა  განსაკუთრებით  აღნიშნავენ, ყველა  ცდილობს   ,,მარიამობას"
( მარიობას) ღირსეულად   შეხვდეს  სტუმრებთან  ერთად.
    ,,დადექობა"  საერო   დღესასწაულია, რომელიც  აღინიშნება  14  სექტემბერს  და   ზედა  მუქედში  მცხოვრებნი  ხვდებიან   თავიანთ  ოჯახებში. დადექობა  ეკლესიური  ახალი  წელია, მაგრამ აქ, ზედა  მუქედში,  რელიგიური   ნიშნით   არ აღნიშნავენ.ისინი  ეგებებიან   ხვავისა  და  ბარაქის  მომტან  შემოდგომას.



              

No comments:

Post a Comment