პროექტი ,,იმერეთი"
- პროექტის სახელწოდება: ,, იმერეთი"
- პროექტის მთავარი იდეა: იმერეთის ისტორიისა და კულტურის შესწავლა მშობლიური რაიონისა და სოფლის ღირსშესანიშნაობების ფონზე.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ თავიანთ მხარეს, რაიონსა და სოფელს, რადგან სამშობლოს სიყვარული აქედან იწყება.
- პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან მშობლიური კუთხის ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებს, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას. ჩამოუყალიბდებათ კვლევის. მსჯელობის, პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
- მოსწავლეთა ასაკი : 14-15 წელი.
- ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : გადავიღებთ ფოტოებს. შექმნიან ჩანაწერებს, ესეებს,ნახატებს. შეიქმნება ბლოგი, ამ პროექტის შესახებ ვებ-გალერეა, სადაც განთავსდება ნამუშევრები.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, კომპიუტერი.
- პროექტის მსვლელობა: იმერეთის,კერძოდ მშობლიური რაიონის და სოფლის ისტორიის,კულტურის ძეგლების, ტრადიციების,გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, ნახატებისა და ფოტო-სურათების გამოფენა. პოეზიის საღამოს მოწყობა.
- საგნებთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა.
- პროექტის ხელმძღვანელი: მაია ჯოგლიძე
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maiajoglidze@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://marojoglidze71.blogspot.com/

No comments:
Post a Comment